weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზემო და ქვემო ალვანში მდინარე ალაზანში წყალი აღარ მოედინება

10:37 ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019
ფოტო © თუშეთის განვითარების ფონდი / Facebook ფოტო © თუშეთის განვითარების ფონდი / Facebook

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ზემო და ქვემო ალვანში მდინარე ალაზანი რამდენიმე დღეა თითქმის მთლიანად დამშრალია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფლები სარწყავი და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი აცხადებს, რომ მდინარე ზემო ალვანში სარწყავ არხებშია გაშვებული, რის გამოც კალაპოტში წყალი აღარ რჩება.

„გვალვის გამო ალაზანი საკმაოდ დაკლებულია პანკისშიც, ხოლო ზემო ალვნის თავში გაშვებულია მოსახლეობის მიერ გაკეთებულ ორ სარწყავ არხში. ერთი არხი ზემო ალვანში, მეორე კი ქვემო ალვანში მიედინება. ადგილობრივ მცხოვრებლებს ერთმანეთში უთანხმოება აქვთ. მათი ერთი ნაწილი ითხოვს, რომ ალაზანი იყოს გაშვებული, მეორე ნაწილს კი უნდა სავარგულები მორწყას“, – უთხრა „რეგინფოს“ იოსებ ქარუმაშვილი.

ალაზნის დაშრობა ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება ქვემო ალვნის კულტურის სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და დგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრა 13:00 საათზეა დაგეგმილი.

„მოსახლეობას შევთავაზებთ, ხელი შეგვიწყონ, რომ ეკოლოგია არ დავაზარალოთ. მდინარეში რომ წყალი არ იყოს, კატასტროფაა“, – აღნიშნა ახმეტის მერმა.

კახეთში წვიმა თვეზე მეტია არ ყოფილა. გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის მიხედვით, მცირე ნალექი მოსალოდნელია 27 და 28 აგვისტოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]