weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს კეტავს

11:20 ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს კეტავს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. საზღვარზე მოქალაქეებისთვის გადაადგილების დროებითი შეწყვეტა „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან“ 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირდება. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილება 25 აგვისტოს 20:00 საათიდან შეწყდება და 27 აგვისტოს 06:00 საათიდან განახლდება.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება 26 აგვისტოს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თარიღს აღნიშნავს. ღონისძიებები, მათ შორის გამოფენები, კონცერტები, ახალგაზრდული აქციები, საზიემო შეკრებები 24-26 აგვისტოსაა დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]