weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება 18 წლის გორელის დაკავების შესახებ იუწყება

13:14 ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019
ფოტო: სააგენტო „რესი“ ფოტო: სააგენტო „რესი“

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება. დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

გორის მცხოვრები, 2001 წელს დაბადებული ცოტნე ქობულაშვილი ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის გამო ცხინვალის გარეუბანში დააკავეს. ცხინვალში ქობულაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი 21 აგვისტოს გაიმართა. დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ მას ჯარიმის გადახდა და ე.წ. რესპუბლიკიდან გაძევება მიუსაჯა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ქობულაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით, არ აქვთ.  

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქეები გასულ კვირაშიც გაიტაცა - სოფელ ახალუბნის 7 მცხოვრები 17 აგვისტოს, სოფელ დიდი მეჯვრისხევის ერთი მკვიდრი კი 18 აგვისტოს დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მათი დაკავება დაადასტურა და განაცხადა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. გატაცებულები საოკუპაციო რეჟიმმა 20 აგვისტოს გაათავისუფლა.   

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]