weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმის ისტორიულ ნაწილში 5 ცათამბჯენი აშენდება - საკრებულომ „რივიერას“ გეგმა დაამტკიცა

13:38 ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019
ბათუმის რივერა - პროექტი ბათუმის რივერა - პროექტი

ბათუმის საკრებულომ, საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, დღეს, 22 აგვისტოს „ბათუმი რივიერას“ გეგმა დაამტკიცა. ეს ნიშნავს, რომ ქალაქ ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ზღვის სანაპიროზე 5 ცათამბჯენის მშენებლობაზე საკრებულომ თანხმობა განაცხადა.

„პარტიული მონები“, „ქალაქის მოღალატეები“ - ასეთი შეძახილები ისმოდა საკრებულოს სხდომაზე, სადაც გეგმა დამტკიცდა.

რივიერას მშენებლობის მოწინააღმდეგეები მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

„ბათუმი რივიერა“ „სილქ როუდ ჯგუფის“ პროექტია. მისი მხარდამჭერია „თანაინვესტირების ფონდი“. პროექტის არქიტექტურულ დიზაინზე და გეგმაზე საერთაშორისო კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ მუშაობს.

პროექტი 6 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, იგი 4 ფაზისგან შედგება და საერთო ჯამში, მთლიანი ინვესტიცია, წინასწარი გათვლებით მინიმუმ 350 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]