weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ძაღლზე ძალადობის ამსახველ ვიდეოს შსს სწავლობს

17:04 ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019
ფოტო: ymt.ge ფოტო: ymt.ge

ვიდეოზე რომელიც ძაღლზე ძალადობას ასახავს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

ვიდეო ფეისბუქით ცხოველთა დაცვის აქტივისტმა გაავრცელა და მისივე ინფორმაციით, ფონიჭალაშია გადაღებული. კადრში ჩანს ახალგაზრდა კაცი სავარაუდოდ ქამარს როგორ ურტყამს ძაღლს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ მოკვლევის ფარგლებში ყველა პირი გამოიკითხება, ვისაც მომხდართან დაკავშირებით შეიძლება ინფორმაცია ჰქონდეს.

„იმ შემთხვევაში თუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, სამართალდამცველები შესაბამის ზომებს მიიღებენ“,- აცხადებს შსს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რაც მის სიკვდილს ან დასახიჩრებას იწვევს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]