weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცხინვალში „ოსეთის ისტორიის სახელმძღვანელოზე“ მუშაობას იწყებენ

17:09 ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019

ცხინვალის დე ფაქტო განათლების სამინისტრო „ოსეთის ისტორიის ერთიან სახელმძღვანელოზე“ მუშაობას იწყებს. როგორც სააგენტო „რესი“ წერს, სახელმძღვანელო ჩრდილოეთ ოსეთის სპეციალისტებთან ერთად შემუშავდება.

ახალი წიგნის შექმნის გეგმებზე განათლების დე ფაქტო მინისტრის მოადგილემ ელისა გაგლოევამ ისაუბრა.  

„ჩვენი რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მონაწილეობით გამართულ ბოლო თათბირზე ოსეთის ისტორიის სახელმძღვანელოს გამოცემის საკითხი განვიხილეთ. მან განაცხადა, რომ ოს ხალხს ისტორია ერთი აქვს და სამხრეთ და ჩრილოეთ ოსეთისთვის სახელმძღვანელოც ერთი უნდა იყოს. დავალება უკვე მიღებული გვაქვს, ამიტომ მოვილაპარაკებთ ჩვენს კოლეგებთან ჩრდილოეთ ოსეთში და ამ მიმართულებით ერთად ვიმუშავებთ“, - განაცხადა გაგლოევამ.

ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნაზე მუშაობა დე ფაქტო რესპუბლიკაში უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ბოლოს, 2019 წლის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, უკვე იბეჭდებოდა წიგნი, რომლითაც მოსწავლეები 2019-2020 სასწავლო წელს ისწავლიდნენ. თუმცა, აღნიშნული სახელმძღვანელო, რომელიც რუსულ და ოსურ ენებზე უნდა გამოცემულიყო, მხოლოდ „სამხრეთ ოსეთის ისტორიის“ უნდა ყოფილიყო. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]