weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარის ტელევიზიის დირექტორი პირველ ტურში ისევ ვერ აირჩიეს

18:41 ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი მესამედ გამოცხადებული კონკურსის პირველ ტურში ისევ ვერ აირჩიეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა მრჩეველთა საბჭოს წევრმა ბეჟან გობაძემ და განმარტა, რომ არჩევანის გაკეთების უფლებას მის კოლეგებს უტოვებდა. სხდომას არ ესწრებოდა მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრი გიორგი ირემაძე. იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არც კანდიდატებთან გასაუბრებებზე იმყოფებოდა.

კენჭისყრაში მონაწილე საბჭოს სამი წევრიდან ორმა ხმა გიორგი კოხრეიძეს მისცა, ერთმა კი თინა ცისკარაძეს. პირველი ორი კონკურსისგან განსხვავებით ამჯერად მერაბ წულუკიძემ ვერცერთი ხმა ვერ მიიღო.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება 20 აგვისტოს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კენჭისრყის პროცედურა კი დღეს გაიმართა. გამარჯვებისთვის კანდიდატს საბჭოს 5 წევრიდან 3-ის ხმა ესაჭიროებოდა.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე მესამედ გამოცხადებულ კონკურსში 8 კანდიდატი მონაწილეობდა. მათ შორის, 7 უკვე მონაწილეობდა წინა კონკურსებში და სამეურვეო საბჭოს წევრთაგან საჭირო სამი ხმა ვერცერთმა ვერ მიიღო. სიაში ახალი მხოლოდ ირაკლი კიკვაძე იყო.

ამჯერად დირექტორობის კანდიდატები იყვნენ: ირაკლი კიკვაძე; ირმა ზოიძე (საგამოძიებო სტუდია REC-ის ყოფილი პროდიუსერი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი); ფირუზ ბოლქვაძე (აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი); მერაბ წულუკიძე (პირველი არხის კორესპონდენტი აჭარაში); შოთა ზოიძე (ფილოლოგი, პოეტი, 2012 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი შუახევში; 1991-93 წლებში აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარე); გიორგი კოხრეიძე (საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი); თინა ცისკარაძე (ჟურნალისტი); შოთა გურაბანიძე (აჭარის ტელევიზიის „დილის ტალღის“ ხელმძღვანელი).

აჭარის ტელევიიზისა და რადიოს დირექტორის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა. კაპანაძეს სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]