weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოხუმში თურქი ბიზნესმენების დელეგაცია ჩავიდა

20:16 ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019
ფოტო: სააგენტო „აპსნიპრესი“ ფოტო: სააგენტო „აპსნიპრესი“

თურქ ბიზნესმენებს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ. ინფორმაციას სააგენტო „აპსნიპრესი“ ავრცელებს.

შეხვედრაზე თანამშრომლობის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებისა და ერთობლივი პროექტების შესაძლებლობები განიხილეს.

„აფხაზეთი და მისი ხალხი ყოველთვის ღია და კეთილგანწყობილია მათ მიმართ, ვინც ჩვენთან კეთილი განზრახვით მოდის. თურქეთის რესპუბლიკა იმ ქვეყნების სპექტრშია, რომელთანაც ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება გვსურს და საამისოდ ყველა წინაპირობა გვაქვს“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

„აპსნიპრესი“ სტუმართაგან მხოლოდ ჰოლდინგ Gover Holding-ის ხელმძღვანელის ჰუსეინ ტუგაი შჩენის ციტატას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ამგვარი მოლაპარაკებები უძველესი კავშირების გასაუმჯობესებლად სასარგებლოა.

„აფხაზეთმა კიდევ უფრო მეტად უნდა გაამყაროს თურქეთთან კავშირები და თურქეთმა, შესაძლოა, აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. გვსურს, აქ ყოფნის პერიოდში ტურისტულ სფეროსა და ეკონომიკაში თანამშრომლობა განვიხილოთ. იმედი გვაქვს, ერთობლივი ბიზნესის დაწყების შესახებ რამდენიმე ხელშეკრულებას გავაფორმებთ", - ციტირებს თურქ ბიზნესმენს „აპსნიპრესი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]