weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალებს უკანონო ღობის აღმართვა დღეს არ განუახლებიათ

11:16 პარასკევი, 23 აგვისტო 2019
ფოტო © დავით ქაცარავა / Facebook ფოტო © დავით ქაცარავა / Facebook

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ღობის აღმართვის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია. ამის შესახებ „რეგინფოს“ გუგუტიანთკარში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა რუსუდან კილაძემ აცნობა.

მისი ინფორმაციით, უკანონო ღობის დამონტაჟების სამუშაოები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს დღეს აღარ განუახლებიათ.

„სარწყავი წყლის მიმღებ-გამანაწილებელი ჭის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ ღობე უკვე გაავლეს და ჭა აქეთ მხარეს დარჩა", - განაცხადა მერის წარმომადგენელმა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარზე უკანონო ღობის სამონტაჟო სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში დაიწყო და 14 აგვისტოდან განაახლა. შედეგად  ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა, ღობის მიღმა დარჩა. ასევე, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარე აღმოჩნდა ამ ოჯახების კუთვნილი მიწის ნაკვეთები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შიშობდნენ, რომ სარწყავი წყლის გამანაწილებელი ჭაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩებოდა და გუგუტიანთკარსა და სოფელ კოშკას ნაწილს სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა შეექმნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]