weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბრალდებულების ახლობლებმა ბათუმში სასამართლოსთან გზა გადაკეტეს

16:23 პარასკევი, 23 აგვისტო 2019
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გზა გადაკეტეს, ფოტო: მანანა ქველიაშვილი, „ბათუმელები“ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გზა გადაკეტეს, ფოტო: მანანა ქველიაშვილი, „ბათუმელები“

ბათუმის საქალაქო სასამართლო 4 პირის ბრალეულობის შესახებ მსჯელობს, მათმა ახლობლებმა კი სასამართლოს შენობასთან გზა გადაკეტეს.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა ინციდენტი, რომლის დროსაც დაიჭირეს 20 ბიჭი. აქედან ოთხი უსამართლოდ შეარჩიეს. მათ მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ გარეთ, რომლებსაც არავითარი შემოსავალი არ აქვთ. 6 თვე გავიდა და ვერაფერი გამოიძიეს. 6 თვეა სამართალს ვითხოვთ“,- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარი წულუკიძე „აჭარის ტელევიზიასთან“ საუბრისას.

„ბათუმელების" ინფორმაციით, განსასჯელების ახლობლები ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვასაც ცდილობენ, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ პოლიციამ გორგასლის ქუჩის მცირე მონაკვეთი გადაკეტა. მოძრაობა მიმდებარე ქუჩებზეა გადართული და ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან. შსს-ს ცნობით, ადგილზე პოლიცია მართლწესრიგის დასაცავადაა მობილიზებული.

ბათუმის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 2 მარტს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი დაპირისპირების საქმეს განიხილავს. კონფლიქტის შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს, ხოლო ხუთმა სხეულის დაზიანება მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 პირი დააკავა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ერთ-ერთი პირი, რომელსაც, პოლიციის ვერსიით, ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, გირაოთი გაათავისუფლეს. მეორე ბრალდებული, რომელმაც დანით დაჭრა ადამიანები, პოლიციამ ვერ დააკავა. შესაბამისად, პატიმრობაში მხოლოდ ის პირები რჩებიან, ვინც „ხელით იჩხუბა“.

გამოძიება იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 



Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]