გარდა ამისა, Wizz Air-ი ქუთაისი-ნიცას მიმართულებით ფრენებს 2020 დეკემბრის ნაცვლად, 2019 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყებს. ფრენები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. ავიაკომპანია მილანის მიმართულებით სიხშირეებსაც ზრდის და რეისები ქუთაისიდან კვირაში 4 ჯერ შესრულდება (ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი).
რამდენიმე დღის წინ საქართველოში ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარი“ (Ryanair) შემოვიდა, რომელიც პირდაპირ ფრენებს სამი მიმართულებით შეასრულებს: თბილისიდან - მილანის, ხოლო ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით.