დოკუმენტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ მოაწერეს ხელი. შეთანხმების დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„ჩვენ პირველებმა ვაღიარეთ რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და მისთვის ყოველმხრივ დახმარებას ვაგრძელებთ. საკმაოდ მნიშვნელოვანია დოკუმენტები და შეთანხმებები, რომლებიც 2014-2015 წლებში გაფორმდა, ასევე რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედრო ბაზა, რომელსაც ჩვენ ვაძლიერებთ და რომელიც ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით სტაბილურობის გარანტიაა“, - განაცხადა შოიგუმ.
ქიშმარიამ რუსულ მხარეს მადლობა გადაუხადა:
„კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას იმ სახელმწიფოებრიობისთვის, რომელსაც ჩვენთან თქვენი ჯარები უზრუნველყოფენ“.