weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა

19:05 პარასკევი, 23 აგვისტო 2019

დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, პროკურატურამ ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა, რომ სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას ადგილი  ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას. გამოძიების ფარგლებში მრავალი მოწმისგან მიღებული ჩვენებით და სხვა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით არ დადასტურდა ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური დევნა, მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა და ის ფაქტი, თითქოს სკოლის ინსპექტირება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული.

ამასთან, ასევე არ დადასტურდა რაიმე სახის კავშირი ია კერზაიას გარდაცვალებასა და ჩატარებულ ინსპექტირებას შორის. შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის საფუძველზე  საქმეზე შეწყდა გამოძიება“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განათლების სამინისტრომ N6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარება გადაწყვიტა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დასკვნით, ინსპექტირების დაგეგმვის, ჩატარებისა და შედეგების გათვალისწინებით, გამოვლინდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სავარაუდოდ, მოქმედებდა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და მათ მოქმედებებში დირექტორის დასჯის მიზანმიმართული ინტერესი იკვეთებოდა.

პროკურატურამ 2019 წლის 11 თებერვალს დაიწყო გამოძიება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე. გამოძიების დაწყება ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ მოითხოვა. შენგელია აცხადებდა, რომ სკოლის ინსპექტირებისას ია კერზაიას მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას, დამამცირებელ მოპყრობას და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ყველა პირი, რომლებსაც პირდაპირი თუ ირიბი შემხებლობა ჰქონდათ ინსპექტირების ჩატარებასთან, მათ შორის ისინიც, ვისი გამოკითხვის საჭიროებაზეც მიუთითებდა თავად განმცხადებელი. პროკურატურა აკონკრეტებს, რომ გამოკითხნენ მინისტრი, სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ინსპექტირების სამსახურის უფროსი და მისი თანამშრომლები, რომელთაც უშუალოდ ჩაატარეს სკოლის შემოწმება, სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი და მისი თანამშრომლები, რომელთაც უშუალოდ მიიღეს და დაარეგისტრირეს ის საჩივარი, რომლის საფუძველზე დაიწყო სკოლის ინსპექტირება. ბაჩანა შენგელიას დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილე და ამავე სამსახურის სხვა მაღალჩინოსნები, ასევე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]