weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

გერმანიაში პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

02:05 შაბათი, 24 აგვისტო 2019

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადასტურებენ გვიან საღამოს გავრცელებულ ცნობას, რომ გერმანიაში პანკისელი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო ავრცელებს. მკვლელობის ფაქტზე გერმანიის პოლიციას სავარაუდოდ ერთი პირი ჰყავს დაკავებული.

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. ის ერთ-ერთი საველე მეთაური იყო, რის გამოც მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ხანგოშვილი წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა თორნიკე ქავთარაშვილის სახელითა და გვარით. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდა. მისი მეტსახელია "ზელო დიშნი".

ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც. მისი განცხადებით, ის და ახმედ ჩატაევი უკანონო შეიარაღებულ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა გააგზავნეს. ის ამბობდა, რომ ახმედ ჩატაევი ლოპოტის ხეობაში მოსალაპარაკებლად უშუალოდ მისი თხოვნით ჩავიდა.

2015 წლის 28 მაისს, თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე ზელიმხან ხანგოშვილი დაჭრეს. მას მანქანიდან ესროლეს. ხანგოშვილს ოთხი ტყვია მხარსა და ხელში მოხვდა. ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. თავდასხმას ის რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებდა. ხანგოშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სპეციალური დაცვის გამოყოფას ითხოვდა, რაზედაც უარი ეთქვა. მოგვიანებით მან საქართველო დატოვა და უცხოეთში წავიდა. მისი დაჭრის ფაქტზე არავინ დაუკავებიათ.

 

ამ თემაზე:

ზელიმხან ხანგოშვილს გერმანიაში თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]