„ახალსოფელში ხანძრის ჩაქრობაში 80-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. რთული რელიეფის გამო სადაც ცოცხალი ძალით და ტექნიკით გადაადგილება ვერ ხერხდება, ვერტმფრენი მუშაობს. ჯერჯერობით, ზუსტად არ არის ცნობილი, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული. დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ამ დროისთვის დარჩენილი კერების დამუშავება მიმდინარეობს, რათა ხელახალი აალება არ მოხდეს. სამუშაოებში ამჟამად ორი ვერტმფრენია ჩართული.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელთან ხანძარი 23 აგვისტოს საღამოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან კი 22 აგვისტოს გაჩნდა.