weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კნოლევთან ხანძარი ლიკვიდირებულია

12:33 შაბათი, 24 აგვისტო 2019
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევთან, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცნობეს.

„სოფელ კნოლევთან ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. ცეცხლი დიდ ფართობზე არ იყო გავრცელებული და ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა. უსაფრთხოების მიზნით ღამის განმავლობაში ერთი მანქანა ადგილზე იმყოფებოდა“, - განაცხადეს უწყებაში.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა კი „რეგინფოს“ განუცხადა, რომ ცეცხლი ასევე, გავრცელებული იყო სოფელ კნოლევის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს - ყორნისის რაიონში. საოკუპაციო ხაზს მიღმა ხანძრის ქრობის სამუშაოებს დე ფაქტო სამსახურები აწარმოებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]