weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ბახმაროში სახლი და კოტეჯი დაიწვა

14:48 შაბათი, 24 აგვისტო 2019
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ბახმაროში გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი სახლი და ერთი კოტეჯი დაიწვა. ამის შესახებ „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცნობეს.

„ადგილზე სამი სახანძრო მანქანა მუშაობდა. სამუშაოების შედეგად თავიდან ავიცილეთ მიმდებარედ მდგარ სამ სახლზე ცეცხლის გადადების საფრთხე“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.   

მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ „რეგინფოს“ განუცხადა, ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები და გამოძიების შედეგად ხანძრის გამომწვევი მიზეზი დადგინდება.

„ცეცხლის ჩაქრობა ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. თუმცა, მოხერხდა მიმდებარე სახლების გადარჩენა. ეს საფრთხე კი საკმაოდ მაღალი იყო, რადგან ეს სააგარაკე სახლები და კოტეჯებია, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას. შესაძლოა, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, თუმცა, ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს", - განაცხადა მერმა. 

ვიდეომასალას ტელეკომპანია „გურია TV“ Facebook გვერდ „ბახმაროზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]