„გადაწყდა, რომ დამატებითი ღონისძიების სახით გზას გავიყვანთ, რათა ცეცხლის კერების მიმართულებით ტექნიკამ გადაადგილება შეძლოს. სამუშაოებში ასევე, ჩართული რჩება ცოცხალი ძალა და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი“, - აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელთან ხანძარი 23 აგვისტოს საღამოს გაჩნდა. დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება.