weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თელავის საკრებულოს წევრი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

14:49 პარასკევი, 21 ივლისი 2017

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზაზა ზაზაშვილი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. სოფელ რუისპირის მაჟორიტარი დეპუტატი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს საკრებულოს შენობაში აიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, გამოძიება მას ქრთამის სახით 15 ათასი ლარის აღებას ედავება. ზაზაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის შეძენაში დახმარებას პირდებოდა.

ზაზაშვილის დაკავებას თელავის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი ადასტურებს.

ზაზაშვილი საკრებულოში ფრაქცია „დემოკრატების“ წევრი იყო. 2014 წლის 2 აგვისტოდან ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ კომისიას. 2010-2014 წლებშიც ზაზა ზაზაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]