weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისის ზღვაში ორი გუდამაყრელი ახალგაზრდა დაიხრჩო

20:19 შაბათი, 24 აგვისტო 2019
თბილისის ზღვაში ორი გუდამაყრელი ახალგაზრდა დაიხრჩო ფოტო არქივიდან

თბილისის ზღვაში ორი გუდამაყრელი ახალგაზრდა დაიხრჩო. როგორც „რეგინფოს“ გუდამაყრის თემში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა მალხაზ წიკლაურმა უთხრა, გარდაცვლილები არიან სოფელ თორელაანიდან, 29 წლის ალიკა ბექაური და სოფელ ზანდუკიდან, 33 წლის მამუკა წიკლაური.

„ბიჭები თბილისში იყვნენ წამოსული და გამთენიისას თბილისის ზღვაში შესულან. ჯერ მამუკა წიკლაური შესულა წყალში. როგორც ჩანს, მას გულის შეტევა დაემართა და შველა ითხოვა. ალიკა ბექაურმა მისი გადარჩენა სცადა, მაგრამ ცურვა არ იცოდნენ და სამწუხაროდ, ორივე დაიღუპა. მაშველებმა ისინი რამდენიმე წუთში იპოვეს, მაგრამ ვერცერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - ამბობს მალხაზ წიკლაური.

მისივე ინფორმაციით, ალიკა ბექაური გუშინ დაკრძალეს, მამუკა წიკლაურს კი ხვალ დაკრძალავენ. უბედური შემთხვევა 21 აგვისტოს მოხდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]