weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ყვარელში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მესამე დღეა ვერ ხერხდება

10:27 კვირა, 25 აგვისტო 2019
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელთან მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცეცხლის ჩაქრობას ცოცხალი ძალით, მძიმე სახანძრო ტექნიკით და 3 ვერტმფრენით ცდილობს, მაგრამ ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.

გუშინ, 24 აგვისტოს მეხანძრე-მაშველებმა გზის გაჭრა დაიწყეს, რათა ცეცხლის კერებთან მძიმე სახანძრო ტექნიკა მიეყვანათ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ გზის ჭრის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და თითქმის დასრულებულია.

„ადგილზე მობილიზებულია სხვადასხვა სახის 8 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, რომლებიც, როგორც კი გზა გაიჭრება, ცეცხლის კერებთან მივლენ“.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელთან ხანძარი 23 აგვისტოს საღამოს გაჩნდა. დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]