გამოძიების თანახმად, სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს. ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.