„პარალელურ რეჟიმში, ხანძრის კერების ქრობას განაგრძობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირადი შემადგენლობა. ასევე, სპეციალური ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ტყეში გზის გაყვანა ღია კერებთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისასვლელად“,- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელთან ხანძარი 23 აგვისტოს საღამოს გაჩნდა. უკვე მესამე დღეა ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება.