weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სვანეთში მულახის თემის 12 სოფლის მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა

14:20 კვირა, 25 აგვისტო 2019
სვანეთში მულახის თემის 12 სოფლის მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა ფოტო პირველი არხი

მესტია-უშგულის საავტომობილო გზა, რომელიც სოფელ მულახში ადგილობრივებს პროტესტის ნიშნად ჰქონდათ გადაკეტილი, აქციის მონაწილეებმა დროებით გუბერნატორის თხოვნით გახსნეს. მულახის თემის 12 სოფლის მოსახლეობა შიდა გზების მოწესრიგებას, ისტორიული კოშკებისა და ელექტროენერგიის ქსელის რეაბილიტაციას ითხოვს.

„თოვლი როგორც კი მოვა, გადაადგილება გვიჭირს და თან უშუქოდ ვრჩებით. ელექტროგადამცემი ხაზები და ბოძები მწყობრიდან არის გამოსული, დამპალია და პატარა ქარი და თოვლის საკმარისია, რომ სოფლები ჩაბნელდეს. ახლა თუ არ გააკეთეს, ზამთარში ვეღარაფერს გააკეთებენ.

გზებიც პრობლემაა, ორმოებია და მტვერია, ისე ხომ მაინც უნდა გააკეთონ, რომ უსაფრთხო იყოს და გადაადგილება შევძლოთ“, - უთხრა „რეგინფოს“ აქციის მონაწილე ბაირონ ნავერიანმა.

აქციის სხვა მონაწილეების თქმით, მულახის თემის სოფლებში ისტორიული კოშკები გამაგრებას საჭიროებს და ყურადღებას არავინ აქცევს. მათივე ინფორმაციით, არ არსებობს მულახის თემის განვითარების გეგმა.

საპროტესტო აქციის გამო მესტია-უშგულის გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილი იყო. აქციის მონაწილეებმა გზა გუბერნატორის თხოვნით მას შემდეგ გახსნეს, რაც ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივებს დაპირდა, რომ მულახის სპორტსკოლაში ამ საკითხებზე შეხვედრა დღეს, 17:00 სააათზე გაიმართება.

მულახის მოსახლეობა ადგილზე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ჩასვლასაც ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობის პრესსამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ დღეს დაგეგმილი იყო მესტიაში შეხვედრა, თუმცა უამინდობის გამო ფრენა ვერ შედგა.

მულახის თემში შემავალი სოფლებია ჭოლაში (თემის ცენტრი), არცხელი, ზარდლაში, ლახირი, მაჯვდიერი, მურშკელი, ჟაბეში, ჟამუში, ღვებრა, ჩვაბიანი, ცალდაში. მულახთან ახლოს მდებარეობს კურორტი თეთნულდი. მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მონაცემებით, თემში 1 007 ადამიანი ცხოვრობდა. 2014 წლის აღწერით კი თემში 608 ადამიანიღა ცხოვრობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]