საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 10 ჰექტარზე არსებული ტყის მასივი.
უწყების ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად სამი დღის მანძილზე 250 მეხანძრე-მაშველი და სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა. ვერტმფრენებმა სულ 114 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 230 ტონა წყალი დაასხეს.
საყავრეს მიმდებარედ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირადი შემადგენლობა განახევრდება. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად მონიტორინგის მიზნით დარჩებიან.