საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ცეცხლის ლოკალიზება თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკის და სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დახმარებით შეძლო. მეხანძრე-მაშველებმა ტყეში გზაც გაიყვანეს, რათა ცეცხლის ღია კერებთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მისულიყო.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელთან ხანძარი 23 აგვისტოს საღამოს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცეცხლის ჩაქრობას 3 დღის განმავლობაში ცდილობდა.