„რეგინფოსთან“ საუბრისას ნინო თოლორდავამ თქვა, რომ იგი 17:00 საათიანი „ქრონიკის“ წამყვანი იქნება. მისივე თქმით, უკვე დატოვა თავდაცვის სამინისტროში დაკავებული თანამდებობა.
თოლორდავას არ დაუკონკრეტებია უშუალოდ ვისგან მიიღო „იმედზე“ გადასვლის შეთავაზება. დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნინო თოლორდავა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე წაიყვანდა საინფორმაციო გამოშვებას, თუმცა იგი ამბობს, რომ ასეთი შეთავაზება არ მიუღია.
ნინო თოლორდავა სხვადასხვა წლებში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და ტელეკომპანია „მაესტროს“ წამყვანი იყო. თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს კი 2017 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა.