weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი „იმედზე“ „ქრონიკას“ წაიყვანს

20:22 კვირა, 25 აგვისტო 2019
ნინო თოლორდავა, ფოტო: პირადი არქივი ნინო თოლორდავა, ფოტო: პირადი არქივი

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ნინო თოლორდავა ახალი სეზონიდან ტელეკომპანია „იმედზე“ საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს.

რეგინფოსთან“ საუბრისას ნინო თოლორდავამ თქვა, რომ იგი 17:00 საათიანი „ქრონიკის“ წამყვანი იქნება. მისივე თქმით, უკვე დატოვა თავდაცვის სამინისტროში დაკავებული თანამდებობა.

თოლორდავას არ დაუკონკრეტებია უშუალოდ ვისგან მიიღო „იმედზე“ გადასვლის შეთავაზება. დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნინო თოლორდავა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე წაიყვანდა საინფორმაციო გამოშვებას, თუმცა იგი ამბობს, რომ ასეთი შეთავაზება არ მიუღია.

ნინო თოლორდავა სხვადასხვა წლებში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და ტელეკომპანია „მაესტროს“ წამყვანი იყო. თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს კი 2017 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]