შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა 26 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა.
გამოძიება სიხსლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. მუხლი ავტომობილის ექსპლუატაციის წესის დარღვევით ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოგვიანებით გარდაიცვალა, მუხლი გადაკვალიფიცირდება.