საგამოძიებო უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. გამოძიების თანახმად, იგი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, როცა საკუთარი ძაღლი დანით დაჭრა და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა.
შსს-ს ცნობით, შემთხვევა თბილისში მოხდა. ამ დროისთვის ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე ცხოველის წამების და სასტიკი მოპყრობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით, ჯარიმით, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.