სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების და ღია ცეცხლის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები გავიდნენ ადგილზე. ასევე, მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზება შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან და სხვა რეგიონებიდან.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია წიწვოვან ხეებზე.