weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„რუსთავი2“-ის საინფორმაციო სამსახურს ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს

20:27 ორშაბათი, 26 აგვისტო 2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. იმნაიშვილი ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

მან აღნიშნა, რომ ირაკლი იმნაიშვილი არის ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც საზოგადოებას თავი შეუპოვრობითა და კრიტიკულობით დაამახსოვრა და წინა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო იძულებული იყო, ქვეყანა დაეტოვებინა.

სალიას განცხადებით, იმნაიშვილთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.  

„ჩვენ გვქონდა საუბრები, რომ ის ჩასდგომოდა სათავეში როგორც საინფორმაციო, ისე პროდაქშენის ნაწილს და მისი, როგორც აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, წარმართულიყო ტელევიზიის საქმიანობა. მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და იმედი გვაქვს, ირაკლი მალე გახდება ჩვენი გუნდის წევრი. მასთან ერთად მზად ვართ, ხელახლა შევქმნათ, ავაღორძინოთ და გავაძლიეროთ ეს ტელეკომპანია, რომელმაც არაერთ კრიზისს გაუძლო“, - განაცხადა პაატა სალიამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების უმეტესობამ არხი გასულ კვირას დატოვა. მანამდე კი გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე ტელეწამყვანები ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]