weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„რუსთავი 2“-დან წასული ჟურნალისტების ნაწილს დაბრუნება სურს - ირაკლი იმნაიშვილი

21:25 ორშაბათი, 26 აგვისტო 2019
ფოტო: პირველი არხი ფოტო: პირველი არხი

ტელეკომპანია „რუსთავი2“-დან წასული ჟურნალისტების ნაწილს დაბრუნება სურს. ამის შესახებ ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა, რომელიც არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დღეს საღამოს წარადგინა.

იმნაიშვილმა აღნიშნა, რომ მას ნიუსრუმში დაახლოებით 800 თანამშრომელი დახვდა.

„მე დღეს მოვისმინე, რომ იმ ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ ტელეკომპანიიდან, სურთ დაბრუნება და ემოციური ზეწოლის გამო დგანან არჩევანის ზღვარზე - მიიღონ გადაწყვეტილება ემოციური წნეხის გამო, თუ მიიღონ პროფესიული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 14 წლის წინ მოუწია საქართველოს დატოვება ჟურნალისტური საქმიანობის გამო და მისთვის გასაგებია, რამდენად მძიმეა ჟურნალისტისთვის წასვლა ტელეკომპანიიდან, რომელიც არის არა მხოლოდ სამსახური, არამედ ოჯახიც.

იმნაიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა, შეიქმნას სარედაქციო ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელსაც იურიდიული ძალა ექნება.

„ეს იქნება კონტრაქტი არხის მფლობელებსა და საინფორმაციო სამსახურს შორის. ეს კონტრაქტი საშუალებას მისცემს აქ მომუშავე ჟურნალისტებს, დაიცვან თავისი თავი და სარედაქციო დამოუკიდებლობა. თუ ჩვენი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, მე მაქვს ამბიცია, „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების და გამარჯვებული თანამშრომლების ტელევიზია. გამარჯვება უპირველეს ყოვლისა, ამ გუნდმა ცენზურაზე უნდა მოიპოვოს განურჩევლად იმისა, ეს არის ოპოზიციური გუნდიდან, ყოფილი რეჟიმიდან თუ მმართველი პარტიის მხრიდან წამოსული ცენზურა“, - განაცხადა იმნაიშვილმა.

მისივე თქმით, დოკუმენტზე მუშაობის დასრულების შემდეგ ჩარჩო-ხელშეკრულებას საზოგადოებას წარუდგენენ.

„მოვაწყობთ ამ ჩარჩო-ხელშეკრულების პრეზენტაციას და მოვიწვევთ როგორც მედიის, ისე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ვინაიდან დაკვეთა იმისა, რომ დამოუკიდებელმა მედიამ ქართულ მედია სივრცეში იარსებოს და მასზე პოლიტიკური თუ ბიზნესის ზეგავლენა იყოს შეზღუდული, არის ძალიან გამოკვეთილი და ეს დაკვეთა მოდის საერთაშორისო პარტნიორებისგან“, - აღნიშნა ირაკლი იმნაიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]