საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, დამწვარია 3 ჰექტარი ტყის ფართობი. ამ დროისთვის, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
ხანძარი რაზმათის მთის ფერდობზე გუშინ, 26 აგვისტოს საღამოს გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზებას ცოცხალ ძალასთან და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ცდილობდა.