რაზმითის მთის ფერდობზე ცეცხლის კერების ჩაქრობა ორდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების და პილოტების დახმარებით შეძლეს.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ. სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი იყო ჩართული. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, რის შემდეგაც მთელი ღამის განმავლობაში, სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ტყის მასივში დარჩა 30 მეხანძრე-მაშველი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ვერტმფრენებმა საერთო ჯამში 28 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის ღია კერებს 56 ტონა წყალი დაასხეს.
ბოლო ინფორმაციით, დამწვარია 3 ჰექტარზე არსებული წიწვოვანი ტყის მასივი.