weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროკურატურა ავთანდილ წერეთლისთვის ნახევარი მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვს

13:13 სამშაბათი, 27 აგვისტო 2019

გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ნახევარი მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვს.

აღკვეთის ღონისძიების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. „რეგინფოს“ პროკურატურაში უთხრეს, რომ დამატებით შეზღუდვებს, მაგალითად ქვეყნიდან გაუსვლელობის მოთხოვნას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, პროკურორი სასამართლო პროცესზე დააკონკრეტებს.

ავთანდილ წერეთელი „ტვ პირველის“ მფლობელის და დამფუძნებლის ვატო წერეთლის მამაა. მას ბრალი 22 აგვისტოს წარუდგინეს. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ავთანდილ წერეთელი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 16.7 მილიონი დოლარის ლეგალიზებაში ეხმარებოდა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გენერალური პროკურატურა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. მათ ბრალი 24 ივლისს წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გირაოს თანხა კერძო საკუთრებით, კერძოდ, მიწით უწრუნველყვეს.

პროკურატურის ცნობით, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო, თუმცა საზოგადოებისთვის ამის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის იანვარში გახდა. „თიბისი ჰოლდინგი“, რომლის ჯგუფის შემადგენლობაშიც „თიბისი ბანკი“ შედის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია. ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაჩერებლად კეთდება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]