weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მასწავლებლის ხელფასი 1700 - 2450 ლარი იქნება - მამუკა ბახტაძე

16:04 სამშაბათი, 27 აგვისტო 2019
მამუკა ბახტაძე, ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია მამუკა ბახტაძე, ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

2022 წელს უფროსი მასწავლებლის ხელფასი 1700 ლარს მიაღწევს, წამყვანი მასწავლებლის ხელფასი 2150 ლარს და მენტორი მასწავლებლების ხელფასი 2450 ლარი იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 27 აგვისტოს სახელმწიფო ცერემონიების სასახლში პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პედაგოგების ხელფასების ზრდა ეტაპობრივად, ყოველწლიურად მოხდება. ანაზღაურების მატების პირველი ეტაპი 2019 წლის ოქტომბრიდან დაიწყება:

„მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანამიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება. თქვენი პროფესია არის უნიკალური ნებისმიერი ერისთვის და მე როგორც იდეის ავტორი, ერთერთ მთავარ მიზნად ამ იდეის განხორციელებისა, მიმაჩნია, რომ პედაგოგს, როგორც პროფესიას დავუბრუნოთ ის პატივისცემა და ღირსება, რასაც ის იმსახურებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ პედაგოგებთან შეხვედრისას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ანაზღაურება გაეზრდებათ რესურსცენტრების თანამშრომლებს და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მათ შორის, ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს. ხელფასის ზრდა შეეხებათ მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.

„შრომის ანაზღაურება იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი. უფრო მეტიც - ეს ემოციურადაც პირადად ჩემთვის იყო უმძიმესი ტვირთი, როდესაც მარტივ ციფრებში ვხედავდი, რომ საქართველოში მასწავლებლის ხელფასი საშუალო ხელფასს ორჯერ ჩამორჩებოდა. ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკით და მიდგომებით 21-ე საუკუნეში ქვეყანას წარმატება ვერ ექნებოდა. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება რადიკალური ცვლილებები და მინდა გითხრათ, რომ მე ვგრძნობ ამ დაკვეთას ჩვენი საზოგადოებიდან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ახალი კანონის მიხედვით, შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ყველა ხელისუფლებას ექნება ვალდებულება, ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე მიმართოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]