weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ავთანდილ წერეთელს ნახევარი მილიონი ლარის გირაო შეეფარდა

17:28 სამშაბათი, 27 აგვისტო 2019
ავთანდილ წერეთელი. ფოტო: რადიო „თავისუფლება“ ავთანდილ წერეთელი. ფოტო: რადიო „თავისუფლება“

„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამას, ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის გირაოს გადახდა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

ავთანდილ წერეთელს ასევე, არ ექნება უფლება, გამოძიების დასრულებამდე ქვეყანა დატოვოს.

თავად ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, რომ სასამართლოს ამგვარ გადაწყვეტილებას არ ელოდა, რადგან მისი ოჯახი დიდი ხანია, ქონებას აღარ ფლობს. ავთანდილ წერეთლის თქმით, იგი გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს და „ციხეში წავა“.

მისი შვილის, ვატო წერეთლის განცხადებით კი, მას მოუწევს, გირაოში „ტვ პირველის“ შენობა ჩადოს.

„სამწუხაროდ, ჩემი ოჯახი აქტიურ ბიზნესში აღარ არის. თუ რატომ აღარ არის, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ყველაზე ცუდი, რაც ხდება, არის ის, რომ გირაოს სახით შეიძლება სავარაუდოდ, მოხდეს „ტვ პირველის“ შენობის ჩადება, რომ დავიხსნა მამაჩემი. ჩვენ ბიზნესში აღარ ვართ და თუ ქონების ჩადება მოგვიწევს, ეს იქნება „ტვ პირველის“ შენობა, რასაც ვულოცავ პროკურატურას და ამ სახელმწიფოს", - განაცხადა ვატო წერეთელმა. 

ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს წარუდგინეს. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ავთანდილ წერეთელი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 16.7 მილიონი დოლარის ლეგალიზებაში ეხმარებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]