შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცირეწლოვანი მარტო არ იმყოფებოდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბავშვის დაზიანების შესახებ ინფორმაცია „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გაავრცელა, რომლის თანახმადაც, თავდასხმის დროს მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად იყო. მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.