weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

აჭარაში საგანმანათლებლო რესურსცენტრები 2017 წელს გამოშვებულ „ჯიპებს“ ყიდულობენ

11:17 შაბათი, 22 ივლისი 2017

ხულოს, ქედისა და შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრები 2017 წელს გამოშვებულ ახალ „ჯიპებს“ ყიდულობენ. ტენდერის შედეგების მიხედვით, 3 ავტომანქანის შესაძენად 131 000 ლარი დაიხარჯება. სამივე ტენდერში პარლამენტარ ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებული პირების კომპანიამ - „ჯი-თი მოტორსმა“ გაიმარჯვა.

გამარტივებული ელექტრონული ტენდერი მაღალი გამავლობის ავტომანქანების შესაძენად აჭარის სამი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა 2017 წლის 14 ივლისს გამოაცხადა. თითოეული ავტომანქანის შესყიდვისათვის 50 000 ლარი იყო გამოყოფილი.

სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ ყველა ავტომანქანა უნდა იყოს ახალი - 2017 წელს გამოშვებული, ექსპლუატაციაში არმყოფი და განბაჟებული. აღსანიშნავია, რომ პრეტენდენტისთვის აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნას წარმოადგენდა ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არანაკლებ 1 სერვის-ცენტრის ქონა.

სამივე ტენდერში გამარჯვება მოიპოვა შპს „ჯი-თი მოტორსმა“ (ს/კ - 206276340), რომელიც შპს „ჯი-თი გრუპის“ (ს/კ - 200119923) შვილობილი კომპანიაა. კომპანია „ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი ლევან გოგსაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ №7 მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი კანდიდატის ბექა ოდიშარიას აქტიური მხარდამჭერი იყო. პირადად მან წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში „ქართულ ოცნებას“ 38 000 ლარის შემოწირულობა  ჩაურიცხა.  

გარდა ამისა, სახელისუფლებო პარტიას 120 000 ლარი გადაურიცხეს „ჯი-თი გრუპის“ სხვა პარტნიორებმაც - გიორგი გველესიანმა და თემურ უსტიაშვილმა (თითოეულმა 60 000 ლარი).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]