weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბავშვს რომელსაც თბილისში თავს დაესხნენ ოპერაციისთვის ამზადებენ

21:56 სამშაბათი, 27 აგვისტო 2019

მცირეწლოვანის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში, პეკინის გამზირზე ბასრი იარაღით თავს დაესხნენ, საშუალო სიმძიმისაა. ექიმის თქმით, მას ოპერაციისთვის ამზადებენ.

„მისი ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ცნობიერება ნათელია, კონტაქტურია. პაციენტს აღენიშნება ღრმა ნაკვეთი ჭრილობები ლოყის და შუბლის მიდამოში. საჭიროებს ჭრილობების ქირურგიულ დამუშავებას, ამჟამად მზადდება ოპერაციისთვის“ - განაცხადა მაია ვასაძემ, ყბა-სახის ქირურგმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას.

დღეს, 27 აგვისტოს საღამოს, თბილისში, პეკინის გამზირზე ბასრი საგნით ბავშვს თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]