weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბავშვის დაჭრის ბრალდებით შსს-მ 51 წლის ქალი დააკავა

09:26 ოთხშაბათი, 28 აგვისტო 2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 51 წლის ქალი, რომელსაც თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანის ბასრი საგნით დაზიანება ედება ბრალად.

გამოძიების თანახმად, დაკავებულმა 27 აგვისტოს საღამოს, პეკინის გამზირზე 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული მცირეწლოვანი სტაციონარში მოათავსეს. ყბა-სახის ქირურგის მაია ვასაძის თქმით, ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. მას ჭრილობები ლოყის და შუბლის არეში ჰქონდა მიყენებული. მცირეწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით. ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]