შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღო. იგი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშაა.
დაკავებულს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.