weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველებს განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს დედა ღვთისმშობლის - ბახტაძე

14:34 ოთხშაბათი, 28 აგვისტო 2019
ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მარიამობის დღესასწაული საზოგადოებას სიონის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა. პრემიერ-მინისტრთან ერთად ტაძარში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც იმყოფებოდა.

„საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა და ჩვენ, ქართველებს საუკუნეების განმავლობაში გვაქვს განსაკუთრებული რწმენა და სიყვარული დედა ღვთისმშობლის. უკვე 2019 წლის მაისიდან სახელმწიფო ოფიციალურად აღვნიშნავთ ამ დიდებულ მოვლენას. როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდით, ჩვენ ვგრძნობდით ქართული ეკლესიის მხარდაჭერას და თქვენი, ქართული საზოგადოების მხარდაჭერას“,- განაცხადა ბახტაძემ ტაძარში სიტყვით გამოსვლისას.

28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. მარიამობა რელიგიურად თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია.

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია დღეს აღავლინა. 

საქართველოს შრომის კოდექსით 28 აგვისტო უქმე დღეა. პარლამენტის გადაწყვეტილებით 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]