weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა გამყოფ ხაზთან ჯავშანტექნიკით პატრულირება დაიწყო

17:48 ოთხშაბათი, 28 აგვისტო 2019
ფოტო: საგენტო „რესი“ ფოტო: საგენტო „რესი“

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ზნაურის რაიონის სოფელ წნელისთან და გვირგვინასთან ჯავშანტექნიკით პატრულირება დაიწყეს. როგორც სააგენტო „რესი“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება, პატრულირება დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, „უსაფრთხოების და სასაზღვრო რეჟიმის დასაცავად“ მიმდინარეობს. 

დე ფაქტო კომიტეტი აცხადებს, რომ ქართველი სამართალდამცველები აღნიშნულ სოფლებთან ბლოკ-პოსტის აღჭურვის სამუშაოებს აწარმოებენ და ქართული მხარე ამგვარად პროვოკაციას აწყობს.

ვითარების ადგილზე შესასწავლად დღეს დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთს აქვს შესაძლებლობა, ყველა პროვოკაციას წინ აღუდგეს“.

„ამაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს არც ქართულ მხარეს და მით უმეტეს, არც ჩვენს მოქალაქეებს. სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენს პოსტებს განვათავსებთ, რამდენიც საჭირო და სადაც საჭირო იქნება. ჩვენი საზღვრის დარღვევას ვერავინ შეძლებს. როგორ პროვოკაციებზეც არ უნდა წავიდეს საქართველო, ჩვენი ხალხი უსაფრთხოდ იქნება“, - განაცხადა ბიბილოვმა.

დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს, აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ხვალისთვის, 29 აგვისტოსთვის, სოფელ ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე დააყენოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]