ქვემო ქართლში, გარდაბანში 21 წლის ბიჭს ეძებენ. გაუჩინარებული ახალგაზრდა კასუმ ოსმანოვია. ბიძა, ალიკა ბაირავოვი Qartli.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მის დისშვილს ვინმესთან კონფლიქტი და უთანხმოება არ ჰქონია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ კასუმ ოსმანოვის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია პოლიციაში ერთი კვირის წინ შევიდა. ამჟამად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.