შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.