weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

წნელისში საოკუპაციო რეჟიმმა სხვადასხვა დანიშნულების რაზმები განათავსა

14:16 ხუთშაბათი, 29 აგვისტო 2019
ფოტო: სააგენტო „რესი“ ფოტო: სააგენტო „რესი“

საოკუპაციო ხაზთან მდებარე, ზნაურის რაიონის სოფელ წნელისში საოკუპაციო რეჟიმმა სხვადასხვა დანიშნულების რაზმები განათავსა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

სააგენტო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ადგილზე იმყოფებიან დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის რაზმი, მილიციის საგანგებო დანიშნულების რაზმისა და სხვა დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების ქვედანაყოფები. საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ე.წ. საზღვართან საფრთხეს ქართული ძალოვანების მიერ ბლოკ-პოსტის აღჭურვის სამუშაოები ქმნის.

„ამჟამად პოლიციის ბლოკ-პოსტის ადგილიდან ქართულმა მხარემ სამშენებლო ტექნიკა საქართველოს მიმართულებით გაიყვანა. პოლიციის ობიექტის აღჭურვის სამუშაოები არ წყდება, ადგილზე მივიდა მუშების ახალი ცვლა, მიმდინარეობს სამშენებლო მასალების გადმოტვირთვა და ბლოკპოსტთან მისასვლელი გზის მოწყობა“, - ნათქვამია დე ფაქტო კომიტეტის ინფორმაციაში.

აქვე აცხადებენ, რომ ინციდენტის ადგილზე შეინიშნება როგორ ქართული პოლიციის, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ყოფნა.

სოფელ წნელისში საოკუპაციო რეჟიმმა დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, 28 აგვისტოს ჯავშანტექნიკით შემოვლა განახორციელა. ადგილზე იყო ჩასული თავად ბიბილოვიც, რომელმაც განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთს აქვს შესაძლებლობა, ყველა პროვოკაციას წინ აღუდგეს. საკითხს დღეს სოფელ ერგნეთში მიმდინარე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზე განიხილავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]