weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ავთანდილ წერეთელმა ნახევარმილიონიანი გირაო გაასაჩივრა

16:20 ხუთშაბათი, 29 აგვისტო 2019
ფოტო: რადიო „თავისუფლება“ ფოტო: რადიო „თავისუფლება“

ბიზნესმენმა ავთანდილ წერთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ბიზნესმენის ადვოკატის კახა წერეთელის განცხადებით, ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

„ჩვენი სარჩელის ძირითადი ნაწილი უკავშირდება იმას, რომ არანაირი საფუძველი იმისათვის, რომ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიება ყოფილიყო გამოყენებული, არ არსებობს. არ არსებობს საფრთხე იმისა, რომ რამდენიმე საათით ადრე ჩამოსული ადამიანი დატოვებს საქართველოს საზღვრებს. ასევე, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ პენსიაზე მყოფი ბიზნესმენი დღეს დაიწყებს მოწმეებზე ზემოქმედებას 11 წლის წინანდელ ფაქტთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი დავასაბუთეთ და იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ჩვენს მოთხოვნებს გაიზიარებს“, - განაცხადა კახა წერეთელმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული განჩინება წერეთელს უკვე ჩაბარდა და  სასამართლოს მიერ სრულად არის გაზიარებული პროკურატურის არგუმენტები და მასალები. ადვოკატი გირაოს გადახდის ვადასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

„სააპელაციო სასამართლოს რამდენიმე შესაძლებლობა აქვს - მაგალითად, შეუძლია, არ მიიღოს წარმოებაში სარჩელი, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიიღებს წარმოებაში და ჩვენი სარჩელი იქნება არსებითად განხილული, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვა არსებითი დარღვევებით მოხდა“, - აცხადებს ავოკატი.

„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამას, ავთანდილ წერეთელს 27 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის გირაოს გადახდა შეუფარდა და გამოძიების დასრულებამდე ქვეყანის დატოვება აუკრძალა. 

ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს წარუდგინეს. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ავთანდილ წერეთელი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 16.7 მილიონი დოლარის ლეგალიზებაში ეხმარებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]