weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გლდანის გამგებლის მოადგილე თანამშრომელს სახეში ურტყამს - „ნარმანიას დროს მოხდა“

16:48 ხუთშაბათი, 29 აგვისტო 2019
ლევან ნაროუშვილი ლევან ნაროუშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის მუხლით დაიწყო გამოძიება ვიდეოზე, რომელზეც ასახულია გლდანის გამგებლის მოადგილე ლევან ნაროუშვილი სახეში როგორ ურტყამს გამგეობის თანამშრომელს.

ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა „ქართული ოცნების“ აქტივისტმა გიორგი ყუფარაძემ გაავრცელა.

თბილისის მერიის პრესსამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ინცინდენტი დავით ნარმანიას მერობის დროს, სხვა ადმინისტრაციის პირობებში მოხდა. თბილისის მერიის ახლანდელი მენეჯმენტისთვის კი ინცინდენტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ვიდეო სოციალური ქსელით გავრცელდა.

თბილისის მერის პრესსამსახურის განმარტებით, ლევან ნაროუშვილს 2017 წლის 22 აგვისტოს გაფრთხილება მისცეს წერილობით, რომელსაც ხელს გლდანის მაშინდელი გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე აწერს.

„ვიდეოზე ასახული მეორე პირი, რომელსაც გამგებლის მოადგილე სახეში ურტყამს, ამჟამადაც გლდანის გამგეობაში მუშაობს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ინციდენტის შემდეგ მალევე შერიგდნენ“- განუცხადა „რეგინფოს“ თბილისის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მანანა თოქმაჯიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]